აჭარული ოჯახი-სამზარეულო

კოლექციის შესახებ

აჭარული ოჯახი-სამზარეულო

             აჭარულ ოჯახში სამზარეულო ძირითად კერას წარმოადგენდა, სადაც გამართული იყო ბუხარი, სექვები, ასევე ყოფისათვის დამახასიათებელი საოჯახო ყოველდღიურად სახმარი ჯამ-ჭურჭელი და დგამ-ავეჯი.   საოჯახო ნივთებიდან ცნობილია სხვადასხვა სახის ხის, თიხისა და სპილენძისაგან დამზადებული ჭურჭლების მრავალფეროვნება.

             ხალხური ავეჯის ყველაზე გავრცელებულ სახეს აჭარაში წარმოადგენს აკვანი, რომლის დასამზადებლად იყენებდნენ წაბლის, კაკლის, ცაცხვისა და თხმელის მასალას. აკვანი ჩვილ-ბავშვთა  საძინებელი, სარწევი და საქანებელი საწოლია. მას ყველა ოჯახში სათუთად ინახავდნენ და უფრთხილდეოდნენ.

1.სექვი                                                               

2.ხალიჩა                                                                                 

3.სკივრი                                                               

4.კვატურა                                                                            

5. ფარდაგი     (2ცალი)                                                            

6.ტყავის ჩანთა                                                                      

7.მანეკენი -3                                                                           

8.ბუხარი, საოჯახო ნივთები: კეცი, კარდალი თავსახურით ჯაჭვზე, ტაფა რკინის სადგამზე, გუგუმი, თუნგი, მაშა, სასანთლე, სასწორი, საჩეჩელი (ხერტალი მატყლით), საცერი,ხის  გობი,ხის კოდი,გვარდა ხის, ხის ყუთი, აკვანი, დაწნული სკამი, ხის კარადა, ხის ჯამი, ხის კოვზი, ხის სუფრა, ხის კოპე, ხის კოლოფი, კოთხო, საღანი სპილენძის, ხის სანაყი.  9.აპოხტი ქათმის. სულ 53 ნივთი.

 

 

 

                                               

 

 

გაზიარება